ელექტრო მოპედებიდან - ელექტრომობილებამდე, ყველაფერი რაც აქამდე ქარი აპში დაგვიმატებია, ერთი მისიას ემსახურებოდა - უკეთესი ეკოლოგიური გარემო, ნაკლები საცობები და მეტი სიამოვნება. Გვიხარია რომ ამ სიახლით ჩვენს საბოლოო მიზანს კიდევ ერთი დიდი ნაბიჯით მივუახლოვდით და საქართველოში, ინდუსტრიაში საუკეთესო, პირველი ელექტრო ველოსიპედის გაზიარების სერვისი შევთავაზეთ დედაქალაქს.
რაიდის დასაწყებად დაასკანერე ველოსიპედის წინა ან უკანა მხარეს დამაგრებული QR კოდი და მიყევი ინსტრუქციას.
მგზავრობის დასრულება შესაძლებელია აპლიკაციაში მითითებულ ყვითელ ზონაში. ყოველთვის დააყენე პასუხისმგებლიანად
1 ლარი მოხსნა, 0.34 თეთრი წუთში
მგზავრობის დასაწყებად ქარის ბალანსზე საჭიროა გქონდეთ მინიმუმ 10 ლარი
სკამის ქვეშ აწიე ყვითელი ჩამკეტი და დაარეგულირე სასურველ სიმაღლეზე
ველოსიპედი აღჭურვილია ყველა საჭირო უსაფრთხოების სტანდარტით. ამრეკლებით წინა და უკანა ნათურებით. მეტი უსაფრთხოებისთვის უკეთესია გეცვათ ღია ან ამრეკლი ტანსაცმელი
ჩვენ ყოველთვის გირჩევთ რომ ატარო ჩაფხუტი.
ქარის ელექტრო ველოსიპედის გამოყენება რეკომენდებულია 18 წლიდან.